სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ გადაცემა "სთორიში“ გულახდილად ისაუბრა. მისი თქმით, რეჟისორი ლევან ბარამიძე მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ორი ახლო მეგობარი დაკარგა და მძიმე პერიოდი ჰქონდა. ანა ამბობს, რომ მეუღლეს მისთვის სიმშვიდე მოაქვს და არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას არ შეუძლია...
ანა ტყებუჩავა:
"ლევანი ძალიან ნათელი და მშვიდი ღრუბელია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. რთული პერიოდი მქონდა, ძვირფასი ადამიანები დავკარგე და ავირიეთ მეც და ჩემი სამეგობრო წრეც. ძალიან მინდოდა იმ რეალობიდან გაქცევა. ამ დროს სერიალი უკვე დაწყებული იყო. ლევანი, როგორც რეჟისორი, მეგობარმა გამაცნო. ჩვენს ოჯახში ძალიან ხმაურიანი ხალხი ვცხოვრობთ, დედა გურულია და მამა - მეგრელი. მეც ასეთი ვარ... მაგრამ ლევანი ძალიან წყნარია, არავის აწუხებს, ისე აკეთებს ყველაფერს. ამიტომ მისი გამოჩენა ჩემთვის დიდი სიმშვიდის მომტანი იყო. ისე მივეკარი, თავად, მგონი, არც გეგმავდა სერიოზულ ურთიერთობას.
არ მომწონს ძალიან მოლაპარაკე და აქტიური მამაკაცები. დინჯი, სიტყვაძუნწი კაცები უფრო მომწონს და ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა. მე მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეიძლება მაშინ მქონდეს დისკომფორტი, როცა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ ესეც ცხოვრების ნაწილია. მე არ ვარ ჰოლივუდის ვარკვლავი, სინათლე და წყალი როგორც სხვებთან, ისე ჩემთანაც მიდის და ამის გამო შეიძლება მოუწესრიგებელი ჩავიდე მაღაზიაში. მაკიაჟს არ ვხმარობ ყოველდღიურად, მეუღლემდეც ასე იყო და შემდეგაც.
კარგად მახსოვს ლევანთან შეხვედრის პირველი ემოციები. ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამ დროს, აკა მორჩილაძის წიგნი მათხოვა და სახლამდე შორი გზით მივედით. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, ეს თუ ასე ექცევა ქალებს, როგორც მე, საოცარი მამაკაცი ყოფილა-მეთქი. სიყვარული რომ ამიხსნა, მითხრა, მიყვარხარ, მაგრამ კიდევ ერთი ვინმე მიყვარს და ეს ჩემი პროფესიააო. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, საინტერესო მამაკაცი უნდა ყოფილიყო და არ უნდა ჰყვარებოდა ფეხბურთი. იმედები გამიცრუა ქართულმა ფეხბურთმა. ბიძა ფეხბურთელია, ახლა უკვე მწვრთნელი. ბაბუაც გიჟდებოდა ფეხბურთზე და მთელი ცხოვრება სულ ფეხბურთი მესმოდა...გაგრძელება