ქართველი დიპლომატი, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში. 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის პოსტს იკავებს. მისი მეუღლეა წარსულში ცნობილი მოდელი და ბიზნესვუმენი თაკო ჩხეიძე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 21 წლის სერგი, 13 წლის ალექსანდრე და 11 წლის დავითი.
რუსლან აბაშიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის თებერვალში შეავსო.
ცნობილი წყვილის უძრავი ქონება:
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თაკო ჩხეიძემ 2019 წელს 25 ათას ლარად ბაგებში, ნუშებში 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა.
რუსლან აბაშიძის სახელზეა კომერციული ფართი გაგრაში, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა. ასვეე 300 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი და 7500 კვ.მ. ნაკვეთი გაგრაში, პარკის ქუჩაზე.
თაკო ჩხეიძის სახელზეა 2006 წელს შეძენილი ბინა თბილისში გამსახურდიას ქუჩაზე. 250 კვ.მ. საცხოვრებელ სახლში მან 185 ათასი დოლარი გადაიხადა.
2005 წელს ჩხეიძემ გუდაურში შეიძინა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რაშიც 37 ათასი დოლარი გადაიხადა.
თაკო ჩხეიძეს კიდევ ერთი ბინა აქვს თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე. 182 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მას 2018 წელს ჩუქებით გადაეცა, თუმცა ვისგან, ეს დეკლარაციაში მითითებული არ არის.
2009 წელს თაკო ჩხეიძემ 15 ათას დოლარად 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა კიკეთში.
მის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა Hyundai santa fee 2012, რომელიც 2012 წელს 31 500 დოლარად შეიძინა.
იხილეთ სრულად