ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ატიურობით გამოირჩევიან. ისინი განსაკუთრებით ხშირად დებენ ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე", სადაც გასართობ კონტენტს ქმნიან. მათგან განსხვავებით, ანა შელიასა და ლაშა ლომიძეს საზოგადოების წინაშე ხშირად გამოჩენა არ უყვართ. მიუხედავად ამისა, ამჯერად ანა და ნანუკა შვილების, ბერუკასა და ელისის ფოტოებს აქვეყნებენ, სადაც ჩანს, როგორ ატარებენ პატარები ერთად დროს.
