ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს. ამჯერად ნუკი კადრებს პიკანტური ფოტოსესიიდან აქვეყნებს: „ფოტოსესია მქონდა დღეს ძალიან, ძალიან ნიჭიერ ბავშვებთან!!!! ერთი სული მაქვს, მათი გადაღებული რილი დავდო და ფოტოებიც გაჩვენოთ. ფოტოსესიები და ასეთი გადაღებები საუკეთესო გზაა თვითშეფასების გასაზრდელად. ჩემს ცნობიერებაში ვარ სხვანაირი და მერე ასეთ ულამაზეს რაღაცებს რომ მიღებენ, მომწონს ჩემი თავი და ხასიათზეც აისახება მომენტალურად. აი, ტვინში ხომ ვარ მოთხლაშული და ცხვირიანი, აქ კიდევ უპრინცესესი! არ მისცეთ კომპლექსებს უფლება, ობიექტურობა დაგაკარგვინოთ! ყველა ქალი ლამაზია, მთავარია, გჯეროდეთ თქვენი თავის!!!! ყოველთვის გჯეროდეთ, რომ ყველაზე ჭკვიანები, წარმატებულები და კარგები ხართ და ყველაფერი გამოგივათ! აქტიურად უნდა დავიწყო თავდაჯერებულობაზე მუშაობა და თქვენც გიბიძგოთ!
პ.ს. შეგიძლიათ შემაქოთ და მითხრათ კომპლიმენტები, თორემ ტიკ-ტოკზე ისე მლანძღავენ, აქ უფრო კეთილი საზოგადოებაა, მგონი, არა?” - წერს ნუკი "ინსტაგრამზე".