შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, შორენა ბეგაშვილი ფოტოების გამოქვეყნებისას არაერთ ნეგატიურ შეფასებას იღებს. მან გამომწერების მიერ დაწერილი უარყოფითი კომენტარები გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ის ადრე უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ახლა. „ღმერთო, ქართველების მოსაწონი გამხადე“ - წერს შორენა ბეგაშვილი. მსგავსი შინაარსის კომენტარები მან რამდენიმე თვის წინაც გააზიარა და აღნიშნა, რომ ქართველებისგან ხშირად იღებს აგრესიულ შეტყობინებებს, უცხოელები კი მის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ.
