„მადლობა, რომ იმ სიყვარულს მჩუქნი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი“ - მოდელ ლიკუნა ხაჭაპურიძის რომანტიკული კადრები რომიდან - Marao

„მადლობა, რომ იმ სიყვარულს მჩუქნი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი“ - მოდელ ლიკუნა ხაჭაპურიძის რომანტიკული კადრები რომიდან

2022-02-03 13:06:45+04:00


წარმატებულ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებს, სასარგებლო რჩევებს და სთავაზობს არაერთ გათამაშებასაც. მისი ორიგინალური ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

როგორც ცნობილია, ლიკუნა ხაჭაპურიძემ 2020 წელს სანდრო ჭანტურიაზე იქორწინა, თუმცა პანდემიის გამო მათ ქორწილი არ ჰქონიათ. ამ გადაწყვეტილებამდე წყვილი ერთი წელი ხვდებოდა ერთმანეთს, ხოლო ხელის მოწერის შემდეგ სანდრო და ლიკუნა გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა დაწერა, რომ ისინი კვლავ სამშობლოში ჩამოვიდნენ და გერმანიაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებენ, თჯმცა მოგზაურობას აგრძელებენ და ამჯერად ულამაზეს კადრებს იტალიიდან აქვეყნებენ: „მადლობა, რომ იმ სიყვარულს მჩუქნი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი“ - წერს მოდელი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოზე.