ყველასთვის საყვარელი მომღერალი ეკა მამალაძე გადაცემა „სხვა კითხვებს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა. როგორც ეკამ აღნიშნა, მას ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული რამდენჯერმე ეწვია: „პირველი კოცნა პირველ სიყვარულს უკავშირდებოდა, მანქანაში მოხდა ეს, სახლში მაცილებდა... ძალიან დავიბენი... ძალიან შეყვარებული ვიყავი, თან რომელ ასაკში?! ნამდვილი სიყვარული მეორედაც მოვიდა, მესამედაც, მეოთხედაც...“ - ამბობს ეკა მამალაძე.
ეკა მამალაძემ მშობლებთან ურთიერთობასა და მათ დაშორებაზეც ისაუბრა: „ისინი ხშირად შორდებოდნენ და რიგდებოდნენ. მე ძალიან მომწონდა, როცა მამა სადღაც მაკითხავდა, როცა მანქანაში წინ ჩემი მშობლები ისხდნენ, უკან - მე. 13 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ მათი ერთად ყოფნა არ შეიძლებოდა. ნანი ამას ვერ ხვდებოდა. დავისვი და ვუთხარი, გავუშვათ ეს კაცი, გავათავისუფლოთ-მეთქი. არ დამავიწყდება მისი თვალები, როცა მე ეს მას ვუთხარი“ - ამბობს მომღერალი.