დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის სპეციალიტებმა ჩამოთვალეს ის ღონისძიებები, რომლებიც სპეციალური დიეტის დაცვის გარეშე წონაში კლების საშუალებას მისცემს ადამიანს.
ექიმები გვირჩევენ დღის განმავლობაში შევასრულოთ სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში: ბუქნები, კედლიდან აზიდვა და ადგილზე სირბილი. დილა უმჯობესია დავიწყოთ 10-წუთიანი გასეირნებით.
ასევე უნდა შევზღუდოთ ალკოჰოლის მიღება, არ უნდა დავლიოთ ყავა შუადღის შემდეგ, ძილის გასაუმჯობესებლად. ხილის წვენები და სხვა ტკბილი სასმელები უნდა ჩავანაცვლოთ წყლით, რძით ან ჩაით. იგივე დამოკიდებულებაა რძიანი შოკოლადის მიმართაც. ის უნდა შევცვალოთ შავი შოკოლადით.
დღის განმავლობაში წახემსება რომ აღარ მოგვიხდეს, ექიმები გვირჩევენ ძირითად კვებაზე მივიღოთ შედარებით მეტი საკვები...გაგრძელება