სკანდალი გადასაღებ მოედანზე, დრამატული პირადი ცხოვრება და სევდიანი სიყვარულის ამბავი - როგორ ცხოვრობს ჯანსუ დერე, რომელსაც რეალურ ცხოვრებაშიც უღალატეს - Marao

სკანდალი გადასაღებ მოედანზე, დრამატული პირადი ცხოვრება და სევდიანი სიყვარულის ამბავი - როგორ ცხოვრობს ჯანსუ დერე, რომელსაც რეალურ ცხოვრებაშიც უღალატეს

2022-02-07 10:27:58+04:00


თურქული სერიალების მოყვარულები მსახიობ ჯანსუ დერეს არაერთი როლით იცნობენ. 41 წლის ჯანსუმ კარიერის განმავლობაში ბევრი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და ის თურქულ კინემატოგრაფიაში გამორჩეულ ვარსკვლავად ითვლება.

ქართველმა მაყურებელმა ჯანსუ თავდაპირველად სერიალიდან - "სილა“ გაიცნო. წარმატებული როლი ჰქონდა სერიალებში: "ეზელი", დედა“; ამჯერად კი მონაწილეობს გახმაურებელი ამერიკული სერიალის თურქულ ადაპტაციაში - Sadakatsiz, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სახელით - "მოღალატე“.

სერიალის გადაღებები ჯერჯერობით დასრულებული არ არის. პირველი სერიის გამოსვლიდან დღემდე მაღალი რეიტინგითა და საზოგადოების დიდი ინტერესით სარგებლობს.

ჯანსუ დერეს იცნობენ, როგორც ყველაზე ინტელექტუალ თურქ მსახიობს. მას არ სჩვევია ხშირად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენა, არ მოსწონს პაპარაცების, ყვითელი პრესის ყურადღება. ამიტომაც ჯანსუს პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ ფანებისთვის საიდუმლოდ რჩება.

ჯანსუ ანკარაში, 1980 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. გარდა მსახიობისა, ის არის მოდელი და 2000 წელს სილამაზის კონკურსზე, "მის თურქეთი", მეორე ადგილი დაიკავა. დამთავრებული აქვს სტამბოლის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტი.

კონფლიქტი თურქ მსახიობთან და სკანდალი გადასაღებ მოედანზე

საინტერესოა, რომ სერიალში "სილა“ ჯანსუს რთული, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავის პარტნიორთან, მთავარი როლის შემსრულებელ მეჰმეთ აკიფ ალაკურტთან. მეჰმეთს არ მოსწონდა ჯანსუ და პროდიუსერებს ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ "გამოუცდელ მსახიობთან" ათამაშეს და რომ ჯანსუ არ იყო მისი დონისა და ხარისხის შემსრულებელი...გაგრძელება