რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცე მოიცვა ინფორმაციამ, რომ Victoria’s Secret-მა პირველად გააფორმა ხელშეკრულება ფერადკანიან ტრანსგენდერ მოდელთან. ამ სიახლეს განსხვავებული რეაქციები მოჰყვა და მოდელის გარეგნობა თუ საქმიანობა მთავარ თემად იქცა. ამ ამბავს ხუმრობით პირველი ქართველი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძეც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ფოტო გააზიარა:

როგორც ცნობილია, მოდის ისტორიაში ვალენტინა სამპაიო გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც Victoria’s Secret-თან ითანამშრომლა, ამჯერად კი ეს პატივი ემირა დისპეინს ხვდა წილად, რომელიც გახდა პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც ბრენდი აიყვანს.
