34 წლის როზი და 54 წლის ჯეისონი 5 თებერვალს გოგოს მშობლები გახდნენ. ორსულობის შესახებ მოდელმა გასული წლის აგვისტოში ისაუბრა და გამომწერებს ულამაზესი ფოტოებიც გაუზიარა. რამდენიმე დღის წინ კი მან დაწერა, რომ მშობიარობისთვის ემზადებოდა.
როზი და ჯეისონი ერთად არიან 2010 წლიდან, ურთიერთობას ოფიციალური სახე კი მხოლოდ 6 წლის შემდეგ მისცეს. მათ უკვე ჰყავთ ერთი შვილი, 4 წლის ჯეკი.
როზი ამბობდა, რომ მას და მის მეუღლეს კიდევ სურთ შვილების ყოლა და რომ მათი 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა არ არის პრობლემა: „არა! ასაკი არასდროს ყოფილა პრობლემა! ასაკი სხვა არაფერია, თუ არა ციფრები!”
