ოტორინოლარინგოლოგმა მიშა ხუჯაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში "ომიკრონის" შტამის შესახებ ისაუბრა: "ომიკრონის" შტამი უმეტესად უტყამს ზედა სასუნთქ გზებს და არ გადადის ფილტვებზე, თუმცა დისკომფორტი მაინც შეიძლება დატოვოს. როგორც წესი, ყელის ანთება. ანგინა არის ვირუსული ან ბაქტერიული. ვირუსული არ ქმნის ჩირქგროვას, საშიში არ არის სიცოცხლისთვის. გართულებები ერთეულ შემთხვევებშია. ასეთ დროს გგონია, რომ დაიხრჩობი, მაგრამ არ დაიხრჩობი.
ხალხური მეთოდების გამოყენებას ცოდნა სჭირდება, მთავარია, არ შეგეშალოთ რამე. გვირილაც, ხახვიც, ყველა სხვა საშუალება, რომლებიც ცნობილია, შეიძლება, მაგრამ უნდა დაიცვათ პროპორცია. ნებისმიერ ამ ხალხურ მეთოდს აქვს დადებითი გავლენა. მარილსა და სოდას სჭირდება სიფრთხილე.
"ომიკრონის" სიმპტომები ასეთია: ჯერ იწყება უცებ, ჯერ ცხვირიდან და ჩადის ქვემოთ. შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ სიცხე. ანგინის დროს აუცილებლად უნდა გქონდეთ სიცხე, არა 1-2 დღე, არამედ უფრო ხანგრძლივად. "ომიკრონის" დროს შეიძლება გქონდეთ დისკომფორტი, ვერ სუნთქავდეთ, გეგონოთ, რომ იგუდებით. ასეთ დროს ძალიან შველის წყალბადის ზეჟანგი არა 3%-იანი, არამედ 1%-იანი, აფთიაქში შეძენილი. გამოვლება 5-6-ჯერ დღეში ძალიან კარგია" - თქვა მან.
იხილეთ ვიდეო