რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ხშირად ხდება რუსული მედიის ყურადღების ობიექტი. ამჯერად მან ტელეშოუ "ადამიანის ბედში" მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა. ამ გადაცემაშივე აღიარა, რომ ყოფილ ცოლს, ნინო უჩანეიშვილს, არაერთხელ უღალატა. მუსიკოსის თქმით, ეს ნამდვილი ღალატი იყო და დამნაშავედ გრძნობს თავს ცოლის და ღმერთის წინაშე.
ნინო უჩანეიშვილი მან კონსერვატორიაში სწავლის დროს გაიცნო. სოსო ვიოლინოზე უკრავდა, ნინო - ფორტეპიანოზე. მალე შვილიც შეეძინათ. 18 წელს გასტანა ამ ქორწინებამ და 2003 წელს წყვილი დაშორდა, თუმცა ამბობენ, რომ მანამდეც აღარ იყვნენ ერთად. მათ ურთიერთობაში ბზარი სწორედ ღალატმა გააჩინა, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას მერე, რაც სოსო საქართველოდან რუსეთში კარიერის ასაწყობად ჩავიდა. სწორედ იმ პერიოდში ჰქონდა რომანი რუს მომღერალ ირინა პონაროვსკაიასთან, რაზეც იმდროინდელი პრესაც წერდა და იმასაც ამბობდნენ, რომ სწორედ ირინა დაეხმარა რუსულ ესტრადაზე დამკვიდრებაში.
"ქალებში დიდი პოპულარობით ვსარგებლობდი იმ წლებში. ეს ბედია... ნინოს შვილი უნდა გაეჩინა ჩემთვის, ვაჟი ლევანი. და გამიჩინა. უსაზღვროდ გამაბედნიერა. ნინო კეთილი, ემოციური და კაშკაშა ადამიანია, იუმორის გრძნობით... მე მას ვღალატობდი. ამას ვაცნობიერებ და პატიებას ვთხოვ ღმერთს იმ ტკივილისთვის, რაც ნინოს მივაყენე...გაგრძელება