რუსუდან მუმლაძემ გადაცემაში "ღამის პრაიმ ტაიმი" ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა წყვილს ერთმანეთთან საერთო აღარ აქვს, ერთად აღარ უნდა იყვნენ: "სტერეოტიპია, რომ როდესაც ცოლ-ქმარს საერთო აღარ აქვს, გამარჯობის გარდა ერთმანეთს არაფერს ეუბნებიან, აუცილებლად ერთად უნდა იცხოვრონ, იმიტომ, რომ ხალხი რას იტყვის. არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ აქვთ რეპუტაციის შელახვის შიში. ამას ვერ უშველის ვერც ხელმოწერა და ვერც წლების "ნაშენები" ოჯახი" - თქვა მან.
რამდენიმე თვის წინ მარინა ბერიძისა და ზურაბ ლალიაშვილის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზურაბ ლალიაშვილმა მარინა ბერიძესთან დაშორების შემდეგ მომღერალ რუსუდან მუმლაძეზე იქორწინა.
იხილეთ ვიდეო