როგორც უკვე ცნობილია, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა პარიზული გამოცემის მიერ ცოლ-ქმრის პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებისთვის სასამართლოში საქმე აღძრეს.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი საფრანგეთის სამხრეთით ისვენებდნენ. სწორედ ამ დროს დააფიქსირეს ფოტოგრაფებმა ქეითი ნახევრად შიშველი. ფრანგულმა გამოცემა The Closer-მა, რომლის წინააღმდეგაც სამეფო კარის იურისტებმა საქმე აღძრეს, ამტკიცებს, რომ არაფერი დაუშავებიათ ფოტოს გამოქვეყნებით: "ეს ფრანგული გამოცემაა და არა ინგლისური. ფოტოები, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ, არანაირად არ შეურაცხყოფს სამეფო ოჯახს. მათში ასახულია ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის დასვენების პროცესი და მეტი არაფერი".
თუმცა სამეფო ოჯახმა ყველაფერი სულ სხვაგვარად მიიღო და ფრანგული ჟურნალი The Closer-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის.
თუმცა საქმის ასე შემობრუნებისა და სასამართლომდე მისვლის მიუხედავად, ახლა იტალიური გამოცემა Chi აცხადებს, რომ მალე გამოაქვეყნებს უილიამისა და ქეითის ბევრად სენსაციურ ფოტოებს, რომელთაც მთელ 26 გვერდს მიუძღვნის.
ასევე იხილეთ:
- ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გაშიშვლდა
- ქეით მიდლტონის ბიძაშვილი "ფლეიბოისთვის" გაშიშვლდა
- ქეთრინ მიდლტონის ძმა გეი აღმოჩნდა
- სამეფო ოჯახის წევრები ტრუსებში