საქართველოს მეხუთე და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, საკუთარ სახლში, ქუჩაში ნაპოვნ ძაღლ გომბორასთან ერთად ცხოვრობს.
მას პირველი მეუღლისგან, ნიკოლოზ გორჯესტანისგან (გუგუშვილი), რომელიც 22 წლის ასაკში რომში გაიცნო, ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ.
ოჯახის დანგრევის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მეორედ დაოჯახდა. არჩევანი ამჯერად ისტორიკოს ჯანრი კაშიაზე შეაჩერა. პრეზიდენტი 2012 წლის 11 მარტს დაქვრივდა, ჯანრი კაშია კარდიოლოგიური ოპერაციის დროს, პარიზში გარდაიცვალა.
სალომე ზურაბიშვილის უფროსი შვილი თეიმურაზ გორჯესტანი პროფესიით დიპლომატია და დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში მუშაობს. თეიმურაზი დედის გაპრეზიდენტების შემდეგ დაოჯახდა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჰყავს ერთი ქალიშვილი მარიამ გორჯესტანი... გაგრძელება