„თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა... თმის ღერიც კი მტკიოდა, ჯოჯოხეთი გავიარე“ - მაია კაჭკაჭიშვილი კორონავირუსს ებრძვის - Marao

„თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა... თმის ღერიც კი მტკიოდა, ჯოჯოხეთი გავიარე“ - მაია კაჭკაჭიშვილი კორონავირუსს ებრძვის

2022-02-10 14:26:07+04:00


კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა: „მეორე დღეა დღეს. გუშინ, პირველ დღეს, თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა. თმის ღერიც კი მტკიოდა, სიცხეც მაღალი ! დღეს გავიღვიძე, აღარც სიცხე და ვითომც არაფერი, ნამცხვარიც კი გამოვაცხვე. მიდი და გაიგე ახლა, რაშია საქმე. ნუ, ვერ ვიტყვი, რომ ჩიტივით დავფრინავ, მაგრამ გუშინ ჯოჯოხეთი გავიარე და შედარებაც კი არ შეიძლება დღევანდელ დღესთან“ - წერს ის.