„მათი ურთიერთობის დასაწყისში კონსტანტინეს მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა...“ - ვერა ბრეჟნევასა და კონსტანტინე მელაძის სიყვარულის ისტორია - Marao

„მათი ურთიერთობის დასაწყისში კონსტანტინეს მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა...“ - ვერა ბრეჟნევასა და კონსტანტინე მელაძის სიყვარულის ისტორია

2022-02-10 15:28:41+04:00


უკრაინელი მომღერალი, მსახიობი და ტელეწამყვანი ვერა ბრეჟნევა წლების განმავლობაში აქტიურად განიხილება, რადგან მას ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პროდიუსერის, კონსტანტინე მელაძეს საყვარლობას მიაწერდნენ და ძალიან ხშირად აკრიტიკებდნენ, ვინაიდან მათი ურთიერთობის დასაწყისში კონსტანტინეს მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა.

მელაძემ ბრეჟნევა იტალიაში გაიცნო, სწორედ იქ, სადაც ერთ დროს თავის პირველ მეუღლეზე იქორწინა. იმავე პერიოდში ვერაც დაქორწინებული გახლდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც წყვილი იურმალის სანაპიროზე ერთად გამოჩნდა, მედიაში მათი ურთიერთობის განხილვა აქტიურად დაიწყო. მანამ, სანამ კონსტანტინე მელაძე მეუღლესა და სამ შვილს საბოლოოდ მიატოვებდა და ვერას შეირთავდა, ბრეჟნევა მოთმინებით ელოდებოდა.

ვერა და კონსტანტინე წლების განმავლობაში კიევის ცენტრში ცხოვრობენ და ბედნიერები არიან, თუმცა მათი ურთიერთობის შესახებ არაერთი ჭორი გავრცელებულა.

ჯერ კიდევ 2019 წელს ჟურნალისტები მელაძის მხრიდან ღალატის შესახებ ალაპარაკდნენ. ამ მოსაზრებას ამყარებდა ის ფაქტიც, რომ ვერა საკუთარი "ინსტაგრამგვერდიდან" ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს შლიდა, რამაც საზოგადოებაში ბრეჟნევას მიმართ ნეგატიური განწყობა უფრო გააღრმავა. ხალხი ამბობდა, რომ მომღერალმა საკუთარი ბედნიერება სხვისი უბედურების ხარჯზე ააწყო და სწორედ ამიტომ, ურთიერთობის შენარჩუნებას დიდხანს ვერ შეძლებდა.

ბოლო წლების განმავლობაში გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ვერამ მეუღლესთან გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში სულ რაღაც 18 საათის წინ გამოაქვეყნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მათ თანაცხოვრებას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლებთან ერთად საზოგადოების წყვილისადმი განწყობაც შეიცვალა და ბოლო პერიოდში მელაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც იგი მეუღლესთან ერთად რომანტიკულ ვახშამს აწყობს, ხალხის მხრიდან უამრავი დადებითი კომენტარიც მოჰყვა.

ელენე ასათიანი