სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ განმარტება თავად თაკო ტაბატაძემ და გია ბაღაშვილმაც გააკეთეს და თქვეს, რომ მათ განსხვავებული გეგმები ჰქონდათ, ცალ-ცალკე ცხოვრება კი სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. სოციალურ ქსელში ამ ამბავს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და გამოხატა საკუთარი პოზიცია. ამჯერად თაკო ტაბატაძემ მათ მიმართა, ვინც ნეგატიურ კომენტარებს წერს: „განა სოფელი ბრმა არის... ღობესაც თვალი აქვს, ჯამ-ჭურჭელსაც. ერთი წუნწლიანი თაგვი მთელ ქვევრს წაბილწავს... გენაცვალე სოფელო, ვიშ შენს ძალასა.. გენაცვალე სოფელო, ეჰ, შენს ძალასა...
P.S, დამითაგეთ "ჰეითერები" - წერს თაკო ტაბატაძე.