„გიული ბებოს ასლია... ულამაზესი ელისი“ - რას სწერენ სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილის ახალ ფოტოებზე - Marao

„გიული ბებოს ასლია... ულამაზესი ელისი“ - რას სწერენ სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილის ახალ ფოტოებზე

2022-02-11 11:04:07+04:00


სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა, თუმცა დედა-შვილი ამჟამად თბილისში იმყოფება.

სოფო ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პატარა ელის-მარიას ახალმა კადრებმა: „ანგელოზია ეს ბავშვი“, „უსაყვარლესი გოგო“, „რა ლამაზია... გიული ბებოს ასლია“ - წერენ სოციალურ ქსელში.