სიყვარულზე ლაპარაკს არაფერი სჯობს. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ პათოსი, გაცვეთილი ფრაზები და კლიშეები, გირჩევთ, გადაიკითხოთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ამ სანუკვარ გრძნობაზე.
"სიყვარული არის, როცა გინდა ოთხივე სეზონი შეიგრძნო მასთან ერთად. როცა გინდა გაზაფხულის ჭექა-ქუხილში მასთან ერთად ირბინო, ზაფხულში კი კენკრა კრიფო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბა, ზამთარში სურდოს და ხანგრძლივი საღამოების შესამსუბუქებლად" - რეი ბრედბერი
"ცხოვრება უფრო ადვილია სიყვარულის გარეშე. ...მაგრამ ამის გარეშე აზრი არ აქვს" - ლ.ნ. ტოლსტოი
"ვიღაცას ერთი ქალი არ ჰყოფნის და მეხუთეზე გადადის, ვიღაცას კი არ ჰყოფნის სიცოცხლე, რომ ის ერთადერთი უყვარდეს" - კონსტანტინე ხაბენსკი
"ორი არასრულყოფილი შეხვდა ერთმანეთს... შეუყვარდათ... და ერთმანეთისთვის სრულყოფილები გახდნენ..." - ვიტალი გიბერტი
"სიბერე ვერ იცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარულს ადვილად შეუძლია დაიცვას სიბერისგან" - კოკო შანელი
"უპასუხო სიყვარული ადამიანს კი არ ამცირებს, არამედ ამაღლებს მას" - ა.ს. პუშკინი
"სიყვარული იპყრობს ყველაფერს, გარდა სიღარიბისა და კბილის ტკივილისა" - მარინა ცვეტაევა
"ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანები იხოცებიან, არამედ ის, რომ შეწყვეტენ სიყვარულს" - ს. მოჰემი
"ქალი წმინდაა; ქალი, რომელიც გიყვარს, ორმაგად წმინდაა" - ალექსანდრე დუმა
"კაცს შეუძლია მისცეს ყველაფერი თავის ერთგულ მეგობარს - ყველაფერი, მაგრამ არა ქალი, რომელიც უყვარს" - ჰაინრიხ იბსენი
"სიყვარულის გაცემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მიღება" - ოდრი ჰეპბერნი
"მხოლოდ სიყვარულია ამ სამყაროში ყველაფრის ახსნა" - ოსკარ უაილდი