"მთავარი არხის" ეთერში ექიმებმა კორონავირუსით გამოწვეული ნერვული და ფსიქიკური აშლილობის შესახებ ისაუბრეს. ამ თემაზე საკუთარი გამოცდილება მაყურებელს ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა მარიამ გეგუჩაძემ გაუზიარა: „პირველად დამიდასტურდა კოვიდი და მანამდე უფრო მქონდა შიში, როცა კონტაქტი ვიყავი ხოლმე. როცა რეალურად დადგა ის დღე, როცა დამიდასტურდა, ბევრად უფრო მშვიდად შევხვდი. ბევრი ვიმუშავე, რომ ნერვიულობა არ მქონოდა. როცა კოვიდი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი მარტივი გახდა, იმიტომ, რომ ამ ჩემს შფოთვას ჰქონდა რეალური მიზეზი და მარტივი სამართავი გახდა. ახლა, კორონას გადატანის შემდეგ, დამეწყო დეპრესიული გამოვლინებები და ისევ დამეწყო შფოთვა. ჩემი მეგობრებისგანაც გამიგია, რომ, ყველაზე ხშირად რაც დაუტოვათ, არის ნევროზული ფონი და დეპრესიული გამოვლინებები“ - თქვა მარიამ გეგუჩაძემ.
იხილეთ ვიდეო