7 პროდუქტი, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღონ ქალებმა - ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის გარანტი - Marao

7 პროდუქტი, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღონ ქალებმა - ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის გარანტი

2022-02-14 11:50:47+04:00


თანამედროვე მსოფლიოში ქალები დაკავებულები არიან როგორც სამსახურის საქმეებით, ასევე საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვით.

ნახეთ 7 განსაკუთრებულად ჯანსაღი საკვები, რომლებიც თქვენი კვების რაციონს აუცილებლად უნდა დაამატოთ:

ისპანახი - ეს მწვანე ბოსტნეული საკმარისად დაფასებული არ არის, თუმცა მისი ფოთლები უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ეხმარება ძვლებს გამაგრებაში და სხეულს მეტ ძალას აძლევს. ამ ყველაფერთან ერთად კი აძლიერებს იმუნიტეტსაც.

ოსპი - ნუტრიენტების შემცველობით მესამე ადგილასაა. მისი ვიტამინები განსაკუთრებით სასარგებლო 40 წელს ზემოთ ასაკის ქალებისთვისაა. შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე ან დაამატოთ თქვენს დიეტაში.

შვრია - ძალიან კარგი საშუალებაა ნახშირწყლებისა და ბოჭკოების ჯანსაღ მდგომარეობაში დასატოვებლად. შეიცავს უფრო მეტ ცხიმსა და ცილას, ვიდრე სხვა ნებისმიერი მარცვლეული. სავსეა ჯანსაღი მინერალებითა და სხვადასხვა ვიტამინით.

რძე - ქალები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, განსაკუთრებით ხშირად დგებიან ძვლების სისუსტისა და ტკივილის პრობლემის წინაშე. რძე ყველა იმ ვიტამინს შეიცავს, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრაში სწრაფად დაგეხმარებათ. კალციუმის დიდ რაოდენობასთან ერთად რძე D ვიტამინს, ფოსფორსა და პროტეინებსაც შეიცავს.

ბროკოლი - ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია, რომელიც დაგეხმარებათ ქოლესტერინზე ზრუნვაში. ბროკოლი ხელს უშლის ისეთი ნივთიერებების გამრავლებას, რომლებიც იწვევს კიბოსა და გულის პრობლემებს.

ჭარხალი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს წნეხს სისხლძარღვებში. ჭარხლის მირთმევა მის ფოთლებთან ერთადაც არის შესაძლებელი.

ნუში - ¼ ჭიქა ნუში შეიცავს იმაზე მეტ პროტეინსა და ცილას, ვიდრე ერთი ცალი კვერცხი. ასევე, განსაკუთრებით სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის.

ელენე ასათიანი