საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას. მისი მეწყვილე მორაგბე ჯორდან კონროია. სალომეს შესახებ ირლანდიური The Sun-ი წერს: „წელს სალომე ჭაჭუა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ხუთი ახალი პროფესიონალი მოცეკვავიდან ერთ-ერთია. სალომე საქართველოდანაა და ის პროფესიონალი ქორეოგრაფია. თავის სამშობლოში ლათინურ ცეკვებში ჩემპიონია. ასევე არის ცეკვის სტუდია Prime Dance-ის დამფუძნებელი და დირექტორი“.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასრულებენ სალომე და კონროი ფოქსტროტს. მეექვსე ტურში შესრულებული ამ ცეკვით მათ 19 ქულა დაიმსახურეს და შემდეგ ტურშიც გადავიდნენ. სოციალურ ქსელში სალომეს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ: „ყველა გააგიჟა“, „ცეცხლოვანი გოგოა“, „წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს“ - წერენ კომენტარებში.
