ასტროლოგები ასახელებენ იმ ნიშნებს, რომლებიც გაზაფხულზე ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან და საოცნებო ურთიერთობას ააწყობენ - Marao

ასტროლოგები ასახელებენ იმ ნიშნებს, რომლებიც გაზაფხულზე ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან და საოცნებო ურთიერთობას ააწყობენ

2022-02-16 10:56:31+04:00


ასტროლოგები ასახელებენ იმ ნიშნებს, რომლებიც გაზაფხულზე ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან და საოცნებო ურთიერთობას ააწყობენ:

კირჩხიბი

ვინც დიდხანს ეძებდა მეორე ნახევარს, ამ გაზაფხულზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს განვითარებისა და გაძლიერების პერსპექტივა აქვს. წადით სამოგზაუროდ, გაისეირნეთ ტბაზე, მდინარეზე და შეიქმენით რომანტიკული განწყობა. ხოლო მათ, ვინც უკვე ურთიერთობაშია, საშინაო პრობლემები შეექმნებათ. დროა, პირად კეთილდღეობაზე, სახლის კეთილმოწყობასა და საკუთარ ბუდეზე იფიქროთ. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ბევრ საკითხზე კომპრომისი იპოვოთ.

ქალწული

გაზაფხული საუკეთესო დროა ქალწულებისთვის და სიყვარულის, რომანტიკის, ახალ ადამიანებთან შეხვედრების პერიოდია. ამისათვის, ასტროლოგების თქმით, აპრილი-მაისი საუკეთესო დროა. ენდეთ საკუთარ გრძნობებს და დააფასეთ თითოეული შესაძლებლობა. გარდა ამისა, მარტში შესაძლოა შეხვდეთ ისეთ პარტნიორს, რომელიც თანახმა იქნება, თქვენთან ერთად ივარჯიშოს და დაკავდეს სპორტული აქტივობებით.

მორიელი

მორიელები გაზაფხულზე შეძლებენ სოციალურად დაწინაურებასა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. აქ ყველგან მწვანე შუქია! საპირისპირო სქესის ყურადღება გარანტირებულია, თუ უბრალოდ წინა ურთიერთობას დაასრულებთ. ამისთვის ეს პერიოდი შესანიშნავია. უკვე დაქორწინებულ წყვილებს კი ასტროლოგები ურჩევენ, რომ შეწყვიტონ ერთმანეთის დაძაბვა და იპოვონ საერთო ინტერესები...გაგრძელება