ბრედ პიტი ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ანჯელინა ჯოლიმ მისგან დაფარულად გაყიდა ვენახი, რომელიც ორივე მათგანის საკუთრება იყო. მსახიობს აბრაზებს, რომ მისი სანუკვარი ვენახის ნაწილი, რომლის მოვლასაც სული და გული შეალია, ახლა რუსი ოლიგარქის საკუთრებაა (ანჯელინამ საკუთარი წილი გაყიდა).
ბრედ პიტი ყოფილ ცოლს სასამართლოში უჩივის და გარიგების გაუქმებას ითხოვს.
ბრანჯელინამ საფრანგეთში 2008 წელს შეიძინა "შატო მირავალის" ვენახები. ბრედი ჰყვება, რომ ვენახში წლების განმავლობაში დიდძალი ფული აქვს ჩადებული, თუმცა იმასაც იაზრებს, რომ ვენახის საფასურში გადახდილი 40% - 28 მილიონი დოლარი, ანჯელინას ეკუთვნოდა.
პიტის თქმით, 2013 წელს თვითონ "აამუშავა" ვენახი და რომ მის ყოფილ ცოლს ბევრი არაფერი გაუკეთებია. მას სჯეროდა, რომ ერთმანეთთან შეუთანხმებლად არც ის და არც ანჯელინა არ გაყიდდნენ ვენახს, მაგრამ ვარსკვლავს იმედი გაუცრუვდა...გაგრძელება
