გაიცანით ეკა ჩხეიძის ქალიშვილი, რომელმაც ევროპაში დიდ წარმატებას მიაღწია - Marao

"განსაკუთრებული ცხოვრება ერგო - სამაყო ოჯახი, ბრწყინვალე კარიერა და საოცარი გარეგნობა" - ვინ არის ეკა ჩხეიძის ქალიშვილი და როგორია მისი ცხოვრება საზღვარგარეთ

2022-02-21 11:00:14+04:00

მსახიობისა და ტელეწამყვანის, ეკა ჩხეიძის ქალიშვილი ინანო მუშკუდიანი საკმაოდ წარმატებული დიზაინერია. როგორც სოციალურ ქსელში ჰყვება, საკმაოდ სერიოზული განათლება და გამოცდილება მიიღო, დღეს კი იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორც დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ არქიტექტორთან, ვინჩენცო დე კოტისთან:

"კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი ვმუშაობდი ოპერა დიზაინში, საიდანაც ხშირად მიწევდა ტრენინგებზე სიარული სხვადასხვა წამყვან ინდუსტრიული დიზაინის კომპანიაში. ერთი ასეთი ტრენინგისთვის ჩავედი ქალაქ ბაზელში, კომპანიაში "ვიტრა”, რომელიც ავეჯის და განათებების ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, სადაც გარდა მარკეტინგული ტრენინგისა, დაგვათვალიერებინეს, თუ როგორ ხდება დიზაინის შექმნა, წარმოება, პროტოტიპაცია... აღფრთოვანებული დავრჩი და პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე. იქიდან რომ დავბრუნდი, მალევე გადავწყვიტე, ერთწლიანი კურსი გამევლო დიზაინის მიმართულებით და რომში ინტერიერისა და ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის საქმე იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. კურსის დასრულების შემდეგ აკადემიის დირექტორმა ფილიპო პერნისკომ დარჩენა შემომთავაზა, რომ ბაკალავრის დიპლომი ამეღო, რაც ორი კურსის ერთდროულად გავლას ნიშნავდა. დავთანხმდი... დისერტაციის დაცვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. მამაჩემი, ლევან მუშკუდიანი, არქიტექტორია და მასთან ერთად დავიწყე რესტორან "ბერნის" პროექტზე მუშაობა. ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი მილანის ყველაზე ცნობილი დიზაინის უნივერსიტეტის, "ნაბას" დაფინანსების პროგრამას და გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. სიმართლე რომ ვთქვა, დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც გავრისკე და ჩემი ნამუშევრები გავაგზავნე. 100%-იანი დაფინანსებით პირველ ადგილზე გავედი. ასე მოვხვდი მილანში ინდუსტრიული დიზაინის მაგისტრატურაზე.

აქედან დაიწყო ჩემი ძალიან დიდი პროფესიული განვითარება და ზოგადად, გემოვნების, სტილის და შეხედულებების ჩამოყალიბება... მაგისტრატურის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გავაფორმე კონტრაქტი ჯგუფთან "პიზა”. ეს კომპანია მოიცავს არაერთ ბრენდს სამკაულებისა და საათების წარმოებაში. უამრავი მაღაზია და შოურუმი აქვთ მილანში, მონტე ნაპოლეონეზე... უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერიერის და ავეჯის დიზაინს ვუკეთებდი ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის "როლექსი”, "ვაშერონ კონსტანტინი”, "პატეკ ფილიპი” და ა.შ. გარდა კონცეფციებზე მუშაობის, მშენებლობის ზედამხედველობა და პროექტის მენეჯმენტიც მე მებარა. მოგვიანებით, "ნაბას" უნივერსიტეტში, მაგისტრატურის კურსზე, ლექციების კითხვაც დავიწყე ბრენდ დიზაინის განხრით. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი გამოდგა ჩემს ცხოვრებაში. გადავწყვიტე, პროფესიული თვალსაზრისით ცოტა განსხვავებული მიდგომის სტუდიისთვის მემუშავა. საკუთარი მიდგომა დიზაინის მიმართ ყოველთვის უფრო არტისტული პროექტების კეთება იყო, ვიდრე პრაქტიკულის. ასე დავიწყე მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ არქიტექტორთან, ვინჩენცო დე კოტისთან... გაგრძელება