„რომ ამბობენ, არსებობს ცხოვრებაში სასწაული? დიახ, არსებობს და ეს შვილის გაჩენაა... დიდი ხანია მინდოდა, ჩემს თავზე მეთქვა, რომ მე, პირველ რიგში, დედა ვარ“ - სოფო შევარდნაძე შვილსა და პირად ცხოვრებაზე - Marao

„რომ ამბობენ, არსებობს ცხოვრებაში სასწაული? დიახ, არსებობს და ეს შვილის გაჩენაა... დიდი ხანია მინდოდა, ჩემს თავზე მეთქვა, რომ მე, პირველ რიგში, დედა ვარ“ - სოფო შევარდნაძე შვილსა და პირად ცხოვრებაზე

2022-02-21 14:04:47+04:00

ჟურნალისტი და ტელესახე სოფო შევარდნაძე ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც მან საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქმე, რომელსაც აკეთებს, უყვარს და თვლის, რომ კარგად გამოსდის. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არ აპირებს ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. სოფომ შვილის გაჩენის შემდეგ შეცვლილი ცხოვრების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ანდრიას გაჩენის შემდეგ სამყაროს სხვა თვალით უყურებს: „სხვანაირად აღვიქვი ყველაფერი როგორც ბიოლოგიურად, ისე ფილოსოფიურად და რელიგიურად. მივხვდი, რომ ცხოვრება არის სასწაული.

„რომ ამბობენ, არსებობს ცხოვრებაში სასწაული? დიახ, არსებობს და ეს შვილის გაჩენაა... დიდი ხანია მინდოდა, ჩემს თავზე მეთქვა, რომ მე, პირველ რიგში, დედა ვარ, მერე უკვე შვილი და მეგობარი, ადამიანი, პროფესიონალი.

როგორია დედა სოფო შევარდნაძე? ეს ალბათ, ანდრიას უნდა ჰკითხო, ლაპარაკს რომ დაიწყებს. სანამ დედა გავხდებოდი, დიდი მუცლით დავდიოდი და ამაზე ბევრს ვფიქრობდი, ვკითხულობდი, ბევრ გადაცემას ვუყურებდი. ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავს, ასეთი რაღაც მითხრა – კარგი დედა არის ის, რომელიც არის ზომიერად კარგი დედა; თუ ეს გადადის რაღაც სიგიჟეში და მარტო ამით ხარ მოცული, ამით ცხოვრობ, იღვიძებ და იძინებ, რომ ვაიმე, ჩემი შვილი, შეიძლება ამით შენი შვილი შეაწუხო. ასეთი დედებიც მინახავს და ძალიან არ მინდა ასეთი დედა ვიყო. უბრალოდ, მინდა სულ ვიყო მის გვერდით იმ მომენტებში და იმ მომენტამდე, სანამ მე მას ვჭირდები. საოცარი გრძნობაა, რომ ღმერთმა განდო ადამიანის ბედი, სანამ ის თავისით დადგება ფეხზე“ - თქვა სოფო შევარდნაძემ.