მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ, გასული წლის აგვისტოში, ნანუკა პირველი შვილის, აივი-ნიკოლის დედა გახდა. მოგვიანებით კი პატარასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა.
ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად წერს დედობასა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გამომწერებს სასარგებლო რჩევებს აძლევს და მათ მოსაზრებებსაც იზიარებს. ამჯერად კი მოდელი პატარა აივი-ნიკოლის შესახებ წერს: „20 აგვისტო... დღეს 6 თვის გავხდით, უფრო სწორად, აივი გახდა 6 თვის და მე მასთან ერთად გავხდი +6 თვის. ყოველი დღე ერთმანეთზე განსხვავებული და ბედნიერია, ყოველდღე სხვადასხვანაირი ხდება ეს ლამაზი ადამიანი, აივი მართლაც ღვთის საჩუქარია, რაც მისი სახელის მნიშვნელობაა, აივი - მცენარე, რომელიც მარადიულია. მცენარეს და ბუნებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩემთვის. ვცდილობდი, ძალიან ახლოს ვყოფილიყავი ბუნებასთან, ბოლომდე შემეჭამა თვალებით და გონებით ის სიმწვანე, რაც ჩემ გარშემო "მოვიწყვე". ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ მისი სახელი გასაოცარი მცენარის სახეობასაც ატარებს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, მარადიულია და ბიბლიაშიც კია ნახსენები ეს მცენარე. აივი - ნიკოლ - ა ანბანის პირველი ასო და ყველაფრის საწყისი. მადლობა ყველაფრისთვის, ყოველ წამს გიხდიდი მადლობას და დღემდე ასე გრძელდება" - წერს ნანუკა.
