ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ლევან ჯიბღაშვილთან ურთიერთობის დროს გაიცნო. წყვილი ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ ნინიკო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება და თითქმის არ აქტიურობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინიკო ნაცარიშვილი და "კანონიერი ქურდი" მინდია ლავასოღლი ფარულად დაინიშნენ.
ამჯერად ნინიკო ნაცარიშვილი ულამაზეს კადრებს აქვეყნებს, სადაც ვარდების თაიგულთან პოზირებს. „501 ვარდი საჩუქრად“ - წერს მოდელი. მისმა ფოტოებმა და ვიდეოებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.