მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო ნეკა დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.
როგორც ნეკამ საკუთარ სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან ახალი ურთიერთობა დაიწყო და თავს ბედნიერად გრძნობს. ამჯერად კი რჩეულთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს: „ჩემი სიყვარული“ - წერს ნეკა დოროყაშვილი ვიდეოზე.