სკანდალური მოდელი კესარია აბრამიძე უკვე დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება მისი პირადი ცხოვრებით, თამამი ფოტოებითა თუ ვიდეოებით. კესარია ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ტელე თუ რადიოგადაცემას.
ამჯერად ყურადღების ცენტრში კესარია აბრამიძის დედა მოექცა. მოდელმა მისი ფოტოები საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი მიიღო: „დედაშენის ასლი ხარ, გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ“, „აი, ამან უნდა თქვას, ქალი ვარო“, „შენი სილამაზის ნამდვილი დასტური“ - წერენ "ინსტაგრამზე".