„მთელი ყურადღება მისკენაა“ - 47 წლის პენელოპა კრუზი CHANEL-ის ულტრამოკლე კაბაში ბრწყინავს - Marao

„მთელი ყურადღება მისკენაა“ - 47 წლის პენელოპა კრუზი CHANEL-ის ულტრამოკლე კაბაში ბრწყინავს

2022-02-23 16:52:45+04:00


21 თებერვალს მადრიდში ახალი ფილმის, „მთავარი როლის“ პრეზენტაციის საპატივცემულოდ, პრესკონფერენცია გაიმართა, თუმცა იმ საღამოს მთელი ყურადღება შეუდარებელი პენელოპა კრუზისკენ იყო მიპყრობილი, რომელსაც თვალს ვერავინ აშორებდა.

ღონისძიებისთვის 47 წლის მსახიობმა, რა თქმა უნდა, "შანელი" აირჩია. პენელოპა წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ულტრამოკლე იასამნისფერი კაბით, ბრენდის საკულტო მონოგრამით. ამ გამოსახულებას სტილისტებმა დაამატეს სანდლები სქელი ქუსლებით და "შანელის" ჩანთა ოქროს ჯაჭვზე.

პენელოპას კოლეგა ფილმ "მთავარი როლის" გადასაღებ მოედანზე იყო ანტონიო ბანდერასი. სურათის სიუჟეტი ვითარდება მილიარდერის ირგვლივ, რომელიც გადაწყვეტს გადაიღოს საკულტო ფილმი ისტორიაში შესვლის პრეტენზიით. ამისთვის ის დაიქირავებს პოპულარულ რეჟისორ ლოლას, ასევე, ჰოლივუდის ორ ლეგენდას: ივან ტორესს და ფელიქს რივეროს. თუმცა გადასაღებ მოედანზე ერთმანეთთან რთული ურთიერთქმედებისა და რეჟისორის იდეების ექსცენტრიკულობის გათვალისწინებით, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება.