საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას. მისი მეწყვილე მორაგბე ჯორდან კონროია. სალომეს შესახებ ირლანდიური The Sun-ი წერს: „წელს სალომე ჭაჭუა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ხუთი ახალი პროფესიონალი მოცეკვავიდან ერთ-ერთია. სალომე საქართველოდანაა და ის პროფესიონალი ქორეოგრაფია. თავის სამშობლოში ლათინურ ცეკვებში ჩემპიონია. ასევე არის ცეკვის სტუდია Prime Dance-ის დამფუძნებელი და დირექტორი“.
სალომე და ჯორდანი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ საერთო ფოტოებსა და ვიდეოებს. განსაკუთრებული გამოხმაურება კი მათ მიერ აქტვირთულ სახალისო ვიდეოს მოჰყვა, სადაც წყვილი "ტიკ-ტოკის" ერთ-ერთ ტრენდს ასრულებს. „აი, ვის მიჰყავს შოუ“ - წერს ჯორდან კონროი.