ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ქალიშვილთან ერთად ბაკურიანში ისვენებენ. წყვილი თოვლში დროს მხიარულად ატარებს და მათთან ერთად პატარა ანნაც ერთობა. სახალისო კადრები ჯანეტმა და ნოემ გამომწერებსაც გაუზიარეს, მათგან კი უამრავი კომპლიმენტი მიიღეს: „ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ოჯახი, ბედნიერებაა თქვენი ყურება“, „მგონი, ანნაზე მეტად ჯანეტი ერთობა“, „ძალიან ლამაზები ხართ“ - წერენ კომენტარებში.