,,მადლობა ყველას ამ არაჩვეულებრივი შოუსთვის’’ - ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თეკლა ჩიჯავაძე Fendi-ს ჩვენებას მილანში, რომელშიც მოდელმა სულ რამდენიმე საათის წინ მიიღო მონაწილეობა.
თეკლამ გამოსვლა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" განათავსა და გულშემატკივრებსა და დიზაინერებს მადლობა გადაუხადა.

,,ორი დღეა ვუყურებ "ფენდის" ჩვენებას და ვფიქრობ, ეს გოგო როგორ მომწონს, როგორ მეამაყება!’’ - წერენ გულშემატკივრები მოდელის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე.
შეგახსენებთ, რომ მილანის მოდის კვირეული გუშინ დაიწყო, Fendi-ს ჩვენება კი ბელა ჰადიდმა გახსნა.

შოუს კრეატიული დირექტორები კიმ ჯონსი & სილვია ვენტურინი ფენდი არიან. დიზაინერებმა მილანში 2022 წლის გაზაფხული/შემოდგომის კოლექცია წარადგინეს.