მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ინტერესი ნინო ჩხეიძის სტილის, ვიზუალისა და პირადი ცხოვრების მიმართ კი საზოგადოებაში მუდმივად არსებობს.
ნინო ჩხეიძემ ახალი ფოტოები შეცვლილი იმიჯით გამოაქვეყნა. მან ვარცხნილობა და თმის ფერი რადიკალურად შეიცვალა, გამომწერებისა და გულშემატკივრებისგან კი უამრავი მოწონება დაიმსახურა: „ნინო, ყველაფერი გიხდება“, „საოცარი ფერია, ძალიან ლამაზი ხარ“, „ყოველთვის მომხიბვლელი ნინო“ - წერენ კომენტარებში.