რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ეხმაურებიან და ვინ შეიძლება ისაუბროს ოკუპაციასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, თუ არა ცნობილმა ქართველმა ადამიანებმა?!
იხილეთ ქართველი ვარსკვლავების სია, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს:
ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელში ფოტო, წარწერით ,,არა ომს’’, განათავსა.
სოფო ნიჟარაძე რუსთაველის გამზირზე გამართული მხარდასაჭერი აქციიდან აქვეყნებს კადრებს.
სტეფანე მღებრიშვილი, რომელმაც უკრაინის დროშა, წარწერით ,,დიდება უკრაინას’,’ საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" განათავსა.
ანუკი არეშიძე უკრაინის წინააღმდეგ პირველივე იერიშის შემდეგ ქვეყანას აქტიურად უცხადებს სოლიდარობას და არაერთ პოსტს აქვეყნებს როგორც საკუთარი, ასევე მისი ბრენდის, Anouki-ს სახელით. ,,ძალიან რთულია უყურო ამდენ ემოციურ ახალ ამბავს. გულგატეხილი ვარ უკრაინელი ხალხის და მათი ოჯახების გამო’’ - წერს დიზაინერი.
მარიტა მელიქიშვილმა მხარდაჭერა უკრაინელი მამა-შვილისა და 2008 წლის ომში ქართველი ჯარისკაცი ძმების ფოტოების გაზიარებით გამოხატა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა აქციიდან რუსი მამაკაცის ფოტო განათავსა, წარწერით: ,,მე რუსი ვარ და ბოდიში ამ ყველაფრისთვის’’.
ანი ბებია აქციაზე შვილთან, ჯერისთან ერთად იმყოფებოდა.
ალექსანდრა პაიჭაძემ საკუთარი პოზიცია "ინსტაგრამზე" უკრაინის დროშის ფოტოების გამოქვეყნებით დააფიქსირა.
ელენე ასათიანი