ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ის და მისი ოჯახის წევრები ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული ინტერესის საგანია შარლოტა ელენა, ჩოგბურთელის გერმანელი შეყვარებული, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობს და უკვე ბასილაშვილის ოჯახსაც იცნობს.
23 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილი იუბილარი იყო. ის 30 წლის გახდა. დაბადების დღე შარლოტა ელენმა ნიკოლოზს სოციალურ ქსელშიც მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო, მიყვარხარ“ - წერს შარლოტა.