სახის კანი მოვლა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, ვინაიდან სახე ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე არეა და განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს. იმისთვის რომ თქვენი კანი იყოს რბილი და მბზინვარე, რამდენიმე მარტივი საშუალების გამოყენება შეგიძლიათ.
პირველ რიგში, სახის კანი კარგად დაიბანეთ დილით და საღამოს, ძილის წინ, განსაკუთრებით თვალის უპეები, კარგი იქნება თუ სახის გასაწმენდად მიცერალურ წყალს გამოიყენებთ.
შეგიძლიათ თქვენს რუტინას დაუმატოთ ნებისმიერი მცენარეული დამატენიანებელი კრემი, რომელიც არა მარტო დაარბილებს თქვენს სახის კანს, არამედ დაიცავს მას დაზიანებისაგან მაკიაჟის ტარების შემთხვევაშიც.
დღის განმავლობაში მიიღეთ წყალი და ლიმონი. ლიმონი შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინს, რომელიც კანს კვებავს და იცავს გამოშრობისაგან.
ეცადეთ არ გამოიყენოთ ან დატესტოთ კანზე სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის მქონე, სახის გამწმენდი საშუალებები, ყოველთვის უმჯობესია ბუნებრივ ნივთიერებებზე დამზადებული პროდუქცია.
სახიდან შავი, უსიამოვნო წერტილების გასაქრობად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის ნალექისა და სოდის ერთიანობა, წაისვით სახეზე როგორც ნიღაბი და 10-15 წუთში ჩამოიბანეთ.
მიიღეთ მზის პირდაპირი სხივები, D ვიტამინი თქვენი კანის უჯრედებს განაახლებს და სიჯანსაღეს შესძენს.
არ დაიძინოთ მაკიაჟით! ერთი ღამის მაკიაჟით გატარებით თქვენს სახის კანს დაახლოებით რვა დღით აბერებთ.
ელენე ასათიანი