„დაამთავრა მენეჯმენტის ფაკულტეტი, ფლობს 5 ენას...“ - ვინ არის ყოფილი მის უკრაინა, რომელიც იარაღით ხელში იბრძვის - Marao

„დაამთავრა მენეჯმენტის ფაკულტეტი, ფლობს 5 ენას...“ - ვინ არის ყოფილი მის უკრაინა, რომელიც იარაღით ხელში იბრძვის

2022-02-27 09:12:50+04:00


ყოფილმა მის უკრაინამ, როგორც ჩანს, თავისი მაღალი ქუსლები საბრძოლო ჩექმებით ჩაანაცვლა და შეუერთდა სამხედროებს რუსეთსი ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ანასტასია ლენნა 2015 წელს უკრაინას სილამაზის კონკურსზე Miss Grand International წარმოადგენდა, დღეს კი საკუთარი სამშობლოს დასაცავდ ფრონტის ხაზზეა.

ანასტაია აქტიურადაა ჩართული მიმდინარე მოვლენებში და საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს ახალ ამბებს. მან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოც გააზიარა და მას ძლიერი პრეზიდენტი უწოდა. ომის დაწყების შემდეგ მოდელი ასევე ცდილობ, მოაგროვოს შემოწირულობა და დაეხმაროს ჯარისკაცებსა და დაზარალებულებს.

ანასტაია ლენნა პროფესიით მარკეტერია, მან კიევის სლავისტიკის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მანამდეც იყო დაინტერესებული სამხედრო წვრთნებით და იარაღის ხმარება ომამდე ისწავლა.

ის ადრე მუშაობდა მოდელად და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად თურქეთში, მისი Miss Grand International პროფილის მიხედვით. ის ასევე ფლობს ხუთ ენას და მუშაობდა მთარგმნელად.