დააკვირდით ნიშნებს! - როდის გელით ფინანსური წარმატება და როდის - კრიზისი? - Marao

დააკვირდით ნიშნებს! - როდის გელით ფინანსური წარმატება და როდის - კრიზისი?

2022-02-27 10:15:36+04:00


დღევანდელ დროში ყველა ფულს ეძებს, ფული არის ის, რისთვისაც ყველა მზადაა, იმუშაოს. მაგრამ ზოგჯერ შრომისმოყვარეობა და თავდადება საკმარისი არ არის, იღბალიც არანაკლებ საჭიროა. არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც გეუბნებათ, რომ მიაღწევთ ფინანსურ წარმატებას. ასტროლოგები ამბობენ, რომ ხელის ქავილის შემთხვევაში თქვენ გამოიმუშავებთ ფულს ან პირიქით - დაკარგავთ. ხელის ქავილზე რწმენები ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში განსხვავებულია.

რას ნიშნავს, როცა მარცხენა ხელი გექავებათ?

თუ მარცხენა ხელი გექავებათ, ეს ნიშნავს, რომ ფულის შოვნას აპირებთ. ქავილი მიუთითებს კეთილდღეობისაკენ. ფული ამა თუ იმ გზით მოვა.

თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება რომ მარცხენა ხელის გახეხვა, გაკაწვრა, გაფხეკვა ფულის დაკარგვას იწვევს, ამიტომ, ეცადეთ ფრთხილად იყოთ და თქვენი მარცხენა ხელი დაცული გქონდეთ.

რას ნიშნავს, როცა მარჯვენა ხელი გექავებათ?

ამბობენ, რომ თუ ადამიანს მუდმივად ქავილი აქვს სხეულის მარჯვენა ნაწილში ან მარჯვენა ხელზე, ეს გამოიწვევს სამომავლოდ სიმდიდრის დაკარგვას. ასე რომ, ქავილის დროს ნუ დაკაწრავთ კანს, ეცადეთ არ შეეხო იმ ადგილს, სადაც ქავილს გრძნობთ.

ელენე ასათიანი