„შენი ერის მოღალატე ჯალათი ხარ! შენგან განსხვავებით, ჩვენ „გაჭირვებულები" ვართ, მაგრამ ღირსება გვაქვს!“ - ქართველი ცნობილი სახეები თინა კანდელაკის წინააღმდეგ - Marao

„შენი ერის მოღალატე ჯალათი ხარ! შენგან განსხვავებით, ჩვენ „გაჭირვებულები" ვართ, მაგრამ ღირსება გვაქვს!“ - ქართველი ცნობილი სახეები თინა კანდელაკის წინააღმდეგ

2022-02-27 10:31:35+04:00


უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი სახე გამოემხმაურა. მათი უმრავლესობა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა, თინა კანდელაკმაც, რომელსაც თან ვრცელი წერილი დაურთო, სადაც ხალხს მოუწოდებს, არ დაუჯერონ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. ის წერს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რუსულ ფორმას იცვამენ და ამბობენ, რომ რუსები ტყვედ ჩაიგდეს. ხოლო ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელს, უბრალოდ პროვოკაციაა. ამის გამოთინა კანდელაკმა გამომწერების გაღიზიანება გამოიწვია და არაერთი ნეგატიური კომენტარიც მიიღო. თინა კანდელაკს საჯაროდ მიმართა ეკო ფანგანმა:

„შენ ქართველი არ ხარ?!!! ჩვენც მოვიგონეთ ყველაფერი, როგორც აგვაოხრა 2008 წელს??!! რამდენი ადამიანი დაგვიხოცა შენმა ლიდერმა, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიების რომ წაგვართვა, მიითვისა, არ იცი?! თუ იცი და გსიამოვნებს ლამის გორთან რომ გაჭიმა საზღვარი?!! შენ ხომ დაიბადე და ხომ ცხოვრობდი საქართველოში, ხომ მუშაობდი აქ, მაშინ ხალხსაც უყვარდი! ახლა რუსეთში მუშაობ, ოჯახი გყავს, ოკ. შენი საქმეა, მაგრამ როგორ ბედავ ამ პოსტის დაწერას?! ეს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის დამცირება და შეურაცხყოფაა, ეს არა მხოლოდ შენი სამშობლოს ღალატია, არამედ სულის გაყიდვაა სატანისთვის!!! ქართული კარგად იცი და წაიკითხე ქართულად ყველაფერი და იცოდე, რომ შენი ერის და შენი ქვეყნის მოღალატე ჯალათი ხარ! არც ერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებს შენს ბინძურ, სამარცხვინო პოზიციას! ვიცი, დიდად არ გადარდებს ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ არ გვაქვს Tatler -ის გამოცემა და Dior-ის მაღაზია საქართველოში (შენივე სიტყვები), რადგან ასეთი “გააჭირვებულები” ვართ აქ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება და ჩვენ გვაქვს სამშობლო შენნაირი სულგაყიდული ლაჩრებისგან განსხვავებით, რომელსაც არც ერთი არ გააჩნია!!!!!" - წერს ეკო ფანგანი.

„გრცხვენოდეს, გრცხვენოდეს, გრცხვენოდეს!!!“ - დაწერა ანუკი არეშიძემ. „მრცხვენია, რომ ქართული გვარი გაქვს“ - წერს თაკო ნაცვლიშვილი.