„ჩვენ ეს 2008 წელს გამოვიარეთ და კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი... ღმერთმა სიმშვიდე მოგცეთ, დიდება უკრაინას!“ - თათია თექთურმანიძის ემოციური მიმართვა უკრაინულ ენაზე - Marao

„ჩვენ ეს 2008 წელს გამოვიარეთ და კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი... ღმერთმა სიმშვიდე მოგცეთ, დიდება უკრაინას!“ - თათია თექთურმანიძის ემოციური მიმართვა უკრაინულ ენაზე

2022-02-28 10:53:17+04:00


უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი სახე გამოეხმაურა. მათ შორისაა მოდელი თათია თექთურმანიძე, რომელმაც ვიდეომიმართვა უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა:

„ძალიან შიშისმომგვრელია, ადევნო თვალი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ეს ნამდვილად საშინელებაა. მე მინდა მივმართო ყველა უკრაინელს და ვუთხრა, რომ ჩვენ მთელი გულით თქვენთან ერთად ვართ. ეს დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ გამოვიარეთ ეს 2008 წელს საქართველოში და ძალიან კარგად ვიცით, რაც ნიშნავს ომი. გამაგრდით, გაუფრთხილდით თქვენს თავს და ახლობლებს, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის ბოლომდე. ღმერთმა სიმშვიდე მოგცეთ თქვენს მიწა-წყალზე და მალე ნათელი, სუფთა ზეცა ყოფილიყოს თქვენს ქვეყანაში. დიდება უკრაინას“ - ამბობს თათია თექთურმანიძე.