ქართველი მუსიკოსის, კონსტანტინე მელაძის მეუღლე ვერა ბრეჟნევა ნახევრად უკრაინელია. მისთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგან მისი ოჯახის წევრები უკრაინაში იმყოფებიან. ვერა ბრეჟნევამ რუსეთის მთავრობას მიმართა და მათ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა: „არასოდეს დამიყვია ჩვენი ერები. არც მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანსა და ბავშვს ვეხმარებოდი. ჩემი დედა და ბებია რუსები არიან, მამა და ბაბუა - უკრაინელები. ორივე ხალხი ჩემი წინაპრები და ჩემი სისხლია. დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. ახლა კი ყველა გაჭირვებულ მდომარეობაში ვართ.
32% რუსი გამომწერი მყავს "ინსტაგრამზე". უბრალოდ, მინდა, იცოდეთ სიმართლე და თუ რაიმეს გაკეთება შეგიძლიათ, გააკეთეთ.
ბოლო დრომდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ მეხუთე დღეა ომში ვართ. სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. სულ უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი ნადგურდება. ქალაქების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი შენობები განადგურდა.
მე ახლა უსაფრთხოდ ვარ ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩემი ქმარი და დედა, ჩემი უმცროსი დის ოჯახი ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალებიან, რადგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს კიევში, ჟიტომირში, ხარკოვში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში, ხერსონში, ჩერნიგოვში, ოდესაში, კახოვკაში და სხვა ქალაქებსა და სოფლებში.
და თითოეული უკრაინელი ეხვეწება რუს ჯარისკაცებს - არ მოხვიდეთ, არ დაგვხოცოთო. ამ ომს აზრი არ აქვს. მას არ აქვს საბაბი. ვერ გააგრძელებ... შეაჩერე ომი!!!" - წერს ვერა ბრეჟნევა.