“მომწერეთ, თუ შეიძლება, რომ დავეხმაროთ ამ ხალხს” - ია ფარულავა უკრაინელ ხალხს სასტუმროს ნომრებითა და საკვებით უმასპინძლდება - Marao

“მომწერეთ, თუ შეიძლება, რომ დავეხმაროთ ამ ხალხს” - ია ფარულავა უკრაინელ ხალხს სასტუმროს ნომრებითა და საკვებით უმასპინძლდება

2022-03-02 12:07:10+04:00


ია ფარულავას თქმით, მის სასტუმროში ოცდაათი უკრაინელია განთავსებული, რომლებსაც უამრავი კომპანია ქართულ, ტრადიციულ კერძებს უგზავნის. ია სხვადასხვა კომპანიას უკრაინელი მეგობრების დახმარებისკენ მოუწოდებს და როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებისგან არაერთ თბილ კომენტარსაც იმსახურებს.

,,სასტუმრო "ფოლკში" არის გაჩერებული ოცდაათი ჩვენი სტუმარი, ჩვენი ძმები და დები უკრაინიდან, რომლებიც ჩარჩნენ საქართველოში. ძალიან ბევრი კომპანია გვიგზავნის საკვებ პროდუქტებს, ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ხინკლებს, ხორცს, სოსისებს... ჩვენ ახლა სამჯერად კვებაზე გვყავს ეს ხალხი. თუ გაქვთ საშუალება, რესტორნებს მივმართავ, რომ გადავინაწილოთ, ერთი დღე ხინკალი მოემსახურება, მეორე დღეს - სხვა. მომწერეთ, თუ შეიძლება, რომ დავეხმაროთ ამ ხალხს.’’

მსახიობი და ტელეწამყვანი უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდანვე მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს და განცხადებებს საკუთარ "ფეისბუქგვერდზეც" აქტიურად ავრცელებს.

ელენე ასთიანი