დედის დღე ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებულია, სწორედ ამიტომ აღინიშნება ის მსოფლიოში ორჯერ, ყოველწლიური ტრადიციის სახით. საქართველოში, დედის სიმბოლო ყველაზე მტკიცე და წმინდაა.
ნახეთ, როგორ მიულოცეს ცნობილმა ქართველებმა დედის დღე საკუთარ მშობლებს:
„დაე, ყველა დედამ იბედნიეროს თავისი შვილის ბედნიერებით, დაე, ყველა შვილმა იხაროს თავისი დედის სიხარულით“ - წერს ეკო ფანგანი.

„დედა, გილოცავ, გამარჯვება და მშვიდობა შენს და ყველას, უკრაინას’’ - ტელეწამყვანი და მსახიობი, ანი გიუნტერი.

„3 მარტს გილოცავთ დედიკოებო“ - ქეთი ხატიაშვილი დედასთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

თიკა ფაცაციამ დედასთან ერთად გადაღებული ვიდეო ინსტაგრამზე გააზიარა.

„გისურვებ, ომი არასდროს აღარ იყოს, გილოცავ დედის დღეს’’ - წერს გიორგი გასვიანი.

ლიზა ყენია მაია ჯაბუას ბავშვობისა და ზრდასრულობის ფოტოების კოლაჟით ულოცავს დედის დღეს.

„არცერთ დედას არ უნდა უკვდებოდეს შვილი, გილოცავთ დედების დღეს“ - ანი ბებია უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანება.

რუსკა მაყაშვილი თამარ მაყაშვილთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს აზიარებს.

„გილოცავ დედის დღეს, ჩემთვის საუკეთესო ხარ’’ - მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე.

,,გილოცავ დედის დღეს’’ - წერს მომღერალი, ანრი ჯოხაძე.
