„ქალის უძლიერეს ენერგეტიკას და მაგნიტურობას მთების დაძვრა შეუძლია, ვრწმუნდები, რომ ნამდვილი ჯადოქრები ვართ…“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ქალთა დღესთან დაკავშირებით - Marao

„ქალის უძლიერეს ენერგეტიკას და მაგნიტურობას მთების დაძვრა შეუძლია, ვრწმუნდები, რომ ნამდვილი ჯადოქრები ვართ…“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ქალთა დღესთან დაკავშირებით

2022-03-08 13:17:02+04:00


მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ქალთა დღესთან დაკავშირებულ ტექსტს ურთავს თან: “ქალღმერთებო! გილოცავთ ჩვენ დღეს… იმდენი შინაგანი სამუშაო გასწიეთ, რომ ეს სიტყვა და ეს მდგომარეობა შეისისხლხორცოთ, გაითავისოთ და სიკეთეში გამოიყენოთ, ამ ცხოვრებაში… ყველა სირთულის მიუხედავად, იყავით ნათელი, ნაზი, სიფრიფანა, მეოცნებე, გულღია და სიყვარულით გავსებული.. ქალის უძლიერეს ენერგეტიკას და მაგნიტურობას, მთების დაძვრა შეუძლია, ვრწმუნდები, რომ ნამდვილი ჯადოქრები ვართ… გკოცნით, მიყვარხართ, გილოცავთ!” - წერს მოდელი.