„ვიცი, რომ ამ პოსტს კითხულობენ ის არაადამიანები, რომლებსაც სხვისი მიწის დასაკუთრება სურთ... დიდება უკრაინას!“- ვინ არის ქართული "ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფი, რომელიც ფრონტის ხაზზე იბრძვის - Marao

„ვიცი, რომ ამ პოსტს კითხულობენ ის არაადამიანები, რომლებსაც სხვისი მიწის დასაკუთრება სურთ... დიდება უკრაინას!“- ვინ არის ქართული "ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფი, რომელიც ფრონტის ხაზზე იბრძვის

2022-03-09 10:29:51+04:00

უკრაინაში ცნობილი ქორეოგრაფი დიმიტრი დიკუსარი ახლა ფრონტის წინა ხაზზეა. დიმას ქართველები კარგად იცნობენ, ის წლების მანძილზე ჩამოდიოდა თბილისში და პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი ქორეოგრაფი გახლდათ.

პროექტი 2014 წელს გოჩა ჩერტკოევთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ სხვა ქორეოგრაფებთან ერთად დატოვა. თუმცა, როგორც მისი ალბომიდან გავარკვიეთ, ბოლო წლებში ისევ დაბრუნდა პროექტში და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა.

დიმიტრის "ცეკვავენ ვარკვლავებში" მონაწილე ქართველები კარგად იცნობენ. მათ შორის არის ეკო ფანგანიც, რომელიც წერს:

- დიმ, როგორ მიყვარხარ, დიდება უკრაინას! ჩვენი ქართული “ცეკვავენ ვარსკვლავების” მრავალი სეზონის ქორეოგრაფი დმიტრი დიკუსარი.

თავად დიმა კი სოციალურ ქსელში სამხედრო ფორმაში გადაღებულ რამდენიმეწამიან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

- ჩემ ირგვლივ ვხედავ ნათელ ადამიანებს ანთებული თვალებით. გეოგრაფიის მასწავლებელი, კომბაინის მძღოლი, მექანიკოსი, 3D დიზაინერი, სატვირთო მანქანის მძღოლი, სამი შვილიშვილის ბაბუა... და ყველა მათგანს ერთი აზრი აერთიანებს - "თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები“…გაგრძელება