ცნობილი ქართველი მილიონერი თოშა ქებურია და მოდელი ქეთი ჟღენტი შვილის პირველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. მესამე შვილი 14 იანვარს შეეძინათ. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი, უფროსი შვილების, კატერინასა და ბუბას ფოტოებს.
„ჩემი ოცნების ლიანკა“ - წერს მოდელი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე".
მეუღლისგან განსხვავებით, თოშა ქებურია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს.